ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1

მეფე დიდი არტაქსექს ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდთა სოფელთა და ჴელმწიფეთა, რომელნი ჩუენ კერძოსა ზრახავთ სიხარულით

    2 და მრავალთა უფროსითა ქველის-მოქმედთა სიტკბოებითა ზედასაზედა პატივ-ცემულნი უდიდესად განლაღნეს.
    3 არა ხოლო დამორჩილებულთა ჩუენთა ეძიებდეს ბოროტის-ყოფად, რამეთუ სიმაძღრე ვერ უძლეს დათმენად, არამედ ქველისმყოფელთაცა მათთა შეჰყავს მანქანებით ბოროტის-ყოფად.
    4 მადლობა არა ხოლო კაცთაგან დააკლდეს, არამედ კეთილის უმეცრებისათჳს მონებით ამაღლდეს და ყოვლისმყოფელისა მარადის ღმრთისა წინაწარცნობისა საჯეს და ბოროტის სიძულილი განრინებად ვერ უძლეს,
    5 რომელნი მრავალგზის მრავალთაცა ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულთა მეგობართა საქმეთა ზედა დადგინებულთა საგენცობელად მათა ბრალეულ-ყვეს უბრალონი დათხევად სისხლამდე.
    6 და შეამთხვივეს ბოროტი მიუწდომელი ბოროტისა ჩვენებისა ტყუვილითა, რამეთუ შეურაცხ-ყვეს თჳთმპყრობელთა უმანკო და სახიერი გონიერება, ხოლო განზარხვა ჯერ-არს.
    7 არა ხოლო ესოდენ მიცემულთაგან ჩემ მიერ მიცემულთა ძველთა უწყებულთა, რაოდენ შემდგომთაგან არაღირსად აღსრულებული საქმისა, რომელნი უღირსად ჰმძლავრობდეს და ესევითართაგან უკეთურებისა მორჩილებად ამისა შემდგომად ბოროტის-ყოფადცა,
    8 არამედ სამეუფოსა დაწყნარება და ყოველთა კაცთა იყოს მშჳდობა. არღარა გვიჴმს უკეთურთა შესმენა; ხოლო პირსა წინაშე მხიარულსა სახიერებით ვსჯით მარადის.
    9

ნუ ჰგონებთ, რამეთუ გონება ჩემი ცვალებადი იყოს, არამედ ჟამი ცვალებადი არს, და განვაჩინებ წყალობასა.

    10 ხოლო უცხოქმნილი ჩუენგან ამან ამადოთესი ბუგანი მაკედონელი უცხო სპარსთა სისხლისაგანი იყო და ფრიად, განშორებული ჩუენგან. სიტკბოებასა მიემთხვივა ჩუენ კაცთმოყვარებისა
    11 ესეოდენ, ვიდრე მამადცა ჩუენდა სახელის-დებად და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და შემდგომი სამეუფო საყდარი დაეპყრა.
    12 რამეთუ ვერ თავს-იდვა სიმაძღრე და ჴელი შეჰყო მთავრობისაცა ჩუენისა დაკლებად ჩუენგან და ცხორებისაგან განშორება ჩუენი.
    13

ხოლო ჩუენისა მაცხოვრისა და მარადის ქველისმოქმედისა მარდოქესი და უბიწოსა მეფობისა ჩუენისა ესთერისა და ყოვლითურთ ნათესავით მათით მრავლითა სახითა მანქანებისა ზრახვათაგან ითხოვა წარწყმედისა მიცემად.

    14 რამეთუ ამათ სახეთაგან ჰგონებდა ყოფად ჩუენდა ოჴრად და უცხო საქმედ სპარსთა სიმტკიცისაგან მიქცევად იგი მაკედონიად.
    15 ხოლო ჩუენ სამგზის უბადრუკისა მის მიერ მიცემულთა თქუენდა ჰურიათა განსარყვნელად არა ვჰპოებთ ძჳრის-მოქმედად, არამედ სიმართლისა სჯულთა შინა მყოფ არიან.
    16 და ძენი არიან მხოლოსა და ჭეშმარიტისა მაღლისანი და დიდისა და მარადის ცხოვლისა ღმრთისანი, რომელმან წარგვიმართა მეფობა ჩუენი აქამომდე.
    17 კეთილთა აღთქმითა მამათა ჩუენთათა კეთილად უკუე ყავთ და ნუ ერჩით პირველ წარმოძღვანებულთა მათ თქუენდა წიგნთა ამანისმიერთა,
    18 რომლისათჳს იგიცა თჳთ ამის მოქმედებისათჳს ბჭეთა წინაშე შუშანისა ქალაქისათა დამოკიდებულ არს ძელსა, რამეთუ ადრე კუალად სასყიდელი მიაგო მას ყოვლისა მპყრობელმან და ბოროტისმოძულემან ღმერთმან.
    19

ხოლო სახე ესე წიგნისა ამის მიმოდვეს ყოველთა ადგილთა, ვითარმედ კადნიერად უტევეთ ჰურიანი მსახურებად თჳსთა სჯულთა.

    20 და თანაშეეწეოდეთ მათ, რათა, რომელნი-იგი ჟამსა ჭირისასა დაესხმოდენ მათ ზედა დღესა მეათსამეტესა თჳსა მის მეათორმეტისა, რომელ არს ადარი,
    21 მასვე დღესა, რამეთუ ამას შინა ყოველთა ძლიერმან ღმერთმან მოსრვისა წილ რჩეულისა ნათესავისა ებრაელთასა ყო სიხარული.
    22 და თქუენ სახლისა თქუენისათჳს განჩინებული ესე დღე და წელიწადი ყოველთა სიხარულითა გეპყრენ,
    23 რამეთუ აწ და ამისა შემდგომად ცხორება იყოს თქუენი საუკუნოდ ებრაელთა და ქველისმეტყველთა მათთჳს სპარსთა.
    24 ხოლო ყოველმან ქალაქმან გინა სოფელმან, რომელნი არიან ქუეშე სამეფოსა ჩემსა ყოვლითურთ, რომელმან არა ყოს ამის ბრძანებისაებრ, ლახურითა და ცეცხლითა განილიოს რისხვით; და იყოს იგი არა ხოლო კაცთაგან უვალ, არამედ მჴეცთაგანცა და ფრინველთა მიმდემად ყოველთა ჟამთა გარდარეულებისაგან ოჴრებისა.