ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
2 | ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? | 2 | ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მობრყჳლდეს? |
3 | ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! | 3 | ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის. |
4 | აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს. | 4 | რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს. |
5 | თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა, | 5 | ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და სიმართლე, |
6 | არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება; | 6 | მთათა ზედა არა ეზორა, და თუალნი მისნი არა აღიხუნეს კერპთა მიმართ სახლისა ისრაილისათა და ცოლი ქმრისა თჳსისაჲ არ შეაგინოს და დედაკაცისა მიმართ, დაშტანობასა შინა მყოფისა, არ მიეახლოს; |
7 | არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს; | 7 | და კაცსა არა ჰმძლავროს, ნაჴუთევი თანამდებსა უკუნსცეს, და ტაცებაჲ არა იტაცოს, პური მისი მშიერსა მისცეს, და შიშუელსა შეჰმოსოს სამოსელი; |
8 | სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის, | 8 | და ვეცხლი მისი აღნადგინებად არ მისცეს და განნამრავლები არ მიიღოს, სიცრუისაგან მიაქციოს ჴელი თჳსი, და მშჯავრი მართალი ყოს შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა; |
9 | ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი. | 9 | და ბრძანებათა შინა ჩემთა ვლოს, და სამართალნი ჩემნი დაიმარხნეს ქმნად იგინი, მართალ არს ესე, ცხოვნებით ცხონდეს იტყჳს, - ადონაი უფალი. |
10 | რომ ეყოლოს მოძალადე შვილი, სისხლისმღვრელი, ან მსგავსი რამის ჩამდენი, | 10 | და უკუეთუ შვეს ძე ბუგრიანი, დამთხეველი სისხლისა და მოქმედი ცოდვისა, |
11 |
არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს თავისი მოყვასის ცოლს, |
11 | გზასა შინა მამისა მისისა მართალისასა არა ვლო, არამედ მთათა ზედა ეზორა, და ცოლი მოყუსისაჲ შეაგინა. |
12 | ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს, | 12 | და გლახაკსა და დავრდომილსა ჰმძლავრა, და ნატაცები იტაცა და ნაჴუთევი არა უკუნსცა, და კერპთა მიმართ მიადგან თუალნი მისნი, უშჯულოება ქმნა; |
13 | სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი. | 13 |
ვეცხლი აღნადგინებად განსცა და განნამრავლები მოიღო, ესე ცხოვნებითა არა ცხოვნდეს; ყოველნი ესე უსჯულოებანი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს. |
14 |
აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა. |
14 | ხოლო უკუეთუ შვას ძე და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა მისისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს მათებრ: |
15 | არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს, | 15 | მთათა ზედა არა ეზოროს, და თუალნი მისნი არა დასხნა გულისსათქმელთა ზედა სახლისა ისრაჱლისათა, და ცოლი მოყუსისაჲ არ შეაგინა. |
16 | არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს, | 16 | და კაცსა არა ჰმძლავრა, და ნაჴუთევი არა იჴუთა და ნატაცები არა იტაცა, პური მისი მშიერსა მისცა, და შიშუელსა შეჰმოსა სამოსელი; |
17 | ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს! | 17 | და სიცრუისაგან მოაქცია ჴელი მისი, ვახში და განნამრავლები არა მიიღო, სიმართლე ქმნა და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდა, ესე არა აღესრულოს სიცრუეთა შინა მამისა მისისათა, ცხოვნებით ცხოვნდეს. |
18 | მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში, | 18 | ხოლო მამამან მისმან, ვინაჲთგან ჭირვებით აჭირვა და ნატაცები იტაცა და წინააღმდგომნი ქმნნა შორის ერისა ჩემისა, და მოკუდეს უსამართლოებითა მისითა. |
19 | თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! | 19 | და სთქუთ: რად, რამეთუ არა მიიღო ძემან სიცრუე მამისა მისისაჲ? რამეთუ ძემან მშჯავრი და სიმართლე და წყალობა ქმნა, ყოველნი შჯულვილნი ჩემნი დაიცვნა და ქმნნა იგინი, ცხოვრებით ცოცხალ იყოს. |
20 | ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. | 20 | ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს. |
21 | თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება; | 21 | და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. |
22 | არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს. | 22 | ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს. |
23 |
განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. |
23 |
არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი. |
24 | თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება. | 24 | და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს. |
25 | თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! | 25 | და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების? |
26 | თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის. | 26 | მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა, და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა. |
27 | თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს. | 27 | და იხილა და მოაქცია ყოველთაგან უსჯულოებათა თჳსთა, რომელნი ქმნნა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. |
28 | თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება. | 28 | და იტყჳან სახლი ისრაჱლისა: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არსა, სახლო ისრაჱლისაო! არა გზაჲ თქუენი არა მართალ არსა? |
29 | ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! | 29 | ამისთჳს და კაცადი გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, |
30 | ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება. | 30 | მოიქეცით და მოაქციეთ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა და არა იყუნეთ თქუენ დასაშჯელად სიცრუჲსა. |
31 | მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო? | 31 | მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო? |
32 | რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ. | 32 | რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით. |