1 |
შენ კი, უნდა გამართო გოდება ისრაელის მთავრებზე.
|
1 |
და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა ზედა ისრაჱლისასა.
|
2 |
და თქვა: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებში! იწვა
ბოკვერთა შორის და ზრდიდა თავის ლეკვებს. |
2 |
და ჰრქუა: რად დედაჲ შენი, ლეკჳ, შორის ლომთა იშვა,
საშუალ ლომთასა განიმრავლნა ლეკუნი მისნი? |
3 |
გამოზარდა ერთი ლეკვი, შეიქნა ბოკვერი და ისწავლა
ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს; |
3 |
და განვლდა ერთი ლეკუთა მისთაჲ, ლომ იქმნა და ისწავა ტაცება ნატაცებთაჲ, კაცებსა
შეშჭამდა. |
4 |
ესმათ ხალხებს მისი ამბავი, ჩავარდა მათ ორმოში და
ეგვიპტეს გაუყენეს ცხვირში რგოლგაყრილი. |
4 |
და ესმა მისთჳს წარმართთა და შეპყრობილ იქმნა
განხრწნილებასა შინა მათსა და მიიყვანეს იგი ჭიმითა ქუეყანად ეგჳპტისა. |
5 |
დაინახა ძუ ლომმა, როცა ელოდა, რომ დაიღუპა მისი იმედი,
მაშინ აიყვანა ერთი ლეკვთაგანი და ბოკვერად დაისვა. |
5 |
და იხილნეს, რამეთუ განდგომილ არს მისგან, და წარწყმდა
განდგომაჲ მისი და მოიყვანა სხუაჲ ლეკუთაგან მისთა, ლომად დააწესა იგი. |
6 |
დაიარებოდა ლომთა შორის, შეიქნა ლომი და ისწავლა ნადავლის
გლეჯა, ჭამდა ადამიანს. |
6 |
და იქცეოდა შორის ლომთა, ლომ იქმნა და ისწავა ტაცება
ნატაცებთაჲ, კაცებსა ჭამდა. |
7 |
დაანგრია მისი სიმაგრეები და აჩანაგებდა მათ ქალაქებს;
შეძრწუნდა ქვეყანა და მისი სისავსე მისი ბრდღვინვის ხმაზე; |
7 |
და ძოვდა სილაღითა თჳსითა და ქალაქები მათი მოაოჴრა და
უჩინო-ყო ქუეყანაჲ, და სავსებაჲ მისი ჴმისაგან ზახებისა მისისა. |
8 |
შემოადგნენ ხალხები ირგვლივ, იმ მიდამოებიდან, მოუსროლეს
თავიანთი სათხეველი და შეიპყრეს ორმოში. |
8 |
და მისცნა მის ზედა წარმართნი გარემოჲს სოფლებთაგან და
გარდააფინნა მის ზედა ბადენი მისნი და განხრწნილებასა შინა მათსა შეპყრობილ
იქმნა. |
9 |
ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს
მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა
ისრაელის მთებზე. |
9 |
და დადვეს იგი ჭიმითა და გალეაკითა და მოვიდა მეფისა
ბაბილონისა და შეიყვანეს იგი საპყრობილედ, რაჲთა არა ისმეს ჴმაჲ მისი მერმე
მთათა ზედა ისრაჱლისათა. |
10 |
დედაშენი ვაზს ჰგავდა, ბროწეულის ყვავილს, წყლის პირას
დარგულს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლის გამო. |
10 |
და დედაჲ შენი, ვითარცა ვენაჴი, ვითარცა ყუავილი
ბროწეულთა შორის წყალთა ზედა დანერგულთა; ნაყოფი მისი და მორჩი მისი იქმნა
წყალთაგან მრავალთა. |
11 |
გაუხდა ძლიერი ტოტები ხელმწიფეთა საკვერთხოდ და
ღრუბლებამდე აიყარა ტანი; ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი. |
11 |
და იქმნა იგი კუერთხ ძალისა, ტომსა ზედა წინამძღუარ და
ამაღლდა სიდიდესა შინა მისსა საშუალ მაღნართასა; და იხილა სიდიდე მისი
სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა. |
12 |
მაგრამ რისხვით ამოიძირკვა და მიწაზე იქნა დაგდებული:
აღმოსავლეთის ქარმა გაახმო მისი ნაყოფი, მოემტვრა და გაუხმა ძლიერი ტოტები,
ცეცხლმა შეჭამა. |
12 |
და შეიმუსრა გულისწყრომითა, ქუეყანასა ზედა დავარდა და
ქარი შემწველი განაჴმობდა რჩეულთა მისთა; შურისძიებულ იქმნეს და განჴმეს
კუერთხნი ძალისა მისისანი, ცეცხლმან განლია იგი. |
13 |
ახლა უდაბნოშია დარგული, უწყლო და გვალვიან ქვეყანაში. |
13 |
და აწ დანერგეს იგი უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ურწყულსა და
წყურიელსა. და გამოვიდეს ცეცხლი კუერთხისაგან რჩეულისა მისისა და შეჭამოს
იგი, და არა იყოს მის შორის კუერთხი ძალისაჲ, ტომი იგავად გოდებისა არს და
იყოს გოდებად. |
14 |
გამოვიდა ცეცხლი მისი ზროდან და შეჭამა მისი ნაყოფი, აღარ
შერჩა ძლიერი ტოტი - კვერთხად ხელმწიფისა. ეს არის გოდება და დარჩება
გოდებად! |
|
|