ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

   
2 ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.    
3 უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.    
4 დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.    
5 ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების მთხზველი არ არისო?    
6 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 1 და იყოს სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა:
7 ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას. 2 ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იერუსალჱმსა ზედა და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა.
8 უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მოვდივარ შენზე, ამოვიწვდი მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალს და ბოროტეულს. 3 და თქუ: ამას იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, ესერა, მე შენდამი და გამოვიტაცო ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უსჯულოჲ;
9 რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული, ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. 4 ვითარცა-იგი მოვსრა შენგან, ეგრეთ მოისრას ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზისა აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილომდე.
10 მიხვდება ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწვადე ჩემი მახვილი ქარქაშიდან და აღარ ჩაეგება. 5 და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე.
11

შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!

6 და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა.
12 თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი. 7 და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა, რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა, მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი.
13 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 8 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
14 ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც! 9 ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, თქუ: მახჳლო, მახჳლო, აღიმახუე და განწყერ,
15 გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე? 10 რაჲთა დაჰკლნე საკლველებნი, აღიმახუე, რაჲთა იქმნე აელვებულ, მზა დაჴსნად, მოსრევდ, შეურაცხ-ჰყოფდ ფხურიდი, ძეო ჩემო, ყოველსა ხესა!
16 მიცემულია გასაფერად, რომ ხელმა ჩაბღუჯოს; გალესილია ეს მახვილი და გაფერილი, რომ მკვლელს ჩაბარდეს ხელში. 11 და მისცა მას განმზადებული პყრობად ჴელი მისი, აღილესა მახჳლი, არს მზა მიცემად იგი ჴელსა განმგურემლისასა,
17 იყვირე და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის მოღერებულია ჩემს ხალხზე, ისრაელის ყველა მთავარზე; მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ხალხთან ერთად. ამიტომ ირტყი თეძოებზე. 12 ღაღად-ყავ და ვალალაებდ, ძეო კაცისაო! რამეთუ ესე იქმნა ერსა შორის ჩემსა, ესე ყოველთა შორის მისათხრობელთა მათ ერთა ისრაჱლისათა, მოახლენი ჩემნი სამახჳლოდ იქმნეს ერისა ჩემისა. და ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა შენითა,
18 რადგან განსაცდელი გამოვლილია და რა იქნება, თუ მოძულე კვერთხიც აღარ იარსებებს, ამბობს უფალი ღმერთი. 13 რამეთუ განმართლებულ არს. და რაჲ მერმე, უკუეთუ ტომი განერეს? - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა იყოს.
19 შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდება მახვილი. მუსვრის მახვილია ეს, დიდი შემუსვრის მახვილი, მათი მდევარი. 14 და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელე, დაიტყუელე ჴელი ჴელსა ზედა და ამრჩობლწილე მახჳლი, მესამე მახჳლი წყლულებათაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ დიდი, და განაკრთვნე იგინი,
20 რომ შედრკეს გულები და მათ ჭიშკრებთან დაცემულნი გამრავლდნენ, მივუშვებ სასტიკ მახვილს, ვაგლახ, გასაელვებლად შექმნილს, საკლავად წამახულს! 15 რაჲთა შეიმუსროს გული მათი და განმრავლდენ უძლურებანი. ყოველსა ზედა ბჭესა მათსა მიეცნენ მახჳლსა კლვად: ვაშა, მახჳლ იქმნა კლვად, ვაშა, იქმნა ლესულებით, ვითარცა ელვაჲ.
21

უკან შეტრიალდი, მარჯვნივ გადი, წინ წადი, მარცხნივ გადი! ყოველი მხრისკენ არის მიმართული შენი პირისახე.

16 განვლე, აღმახუენ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირი შენი მიიქცეს!
22 მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ. მე, უფალი ვლაპარაკობ. 17 ხოლო მეცა დავიტყუელო ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ და მიუტეო გულისწყრომაჲ ჩემი, - მე, უფალი, ვიტყოდე.
23 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 18 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
24 შენ კი, ადამის ძევ! დაისახე ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. ქმენი ნიშანი, ქალაქის მთავარ გზაზე ქმენი. 19 და შენ, ძეო კაცისაო, განუწესენ თავსა შენსა ორნი გზანი შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისა; სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ ორნი დაწყებანი განმზადებად ჴელი მგურემელი დასაწყისსა გზისა თითოეულისა ქალაქისასა.
25 დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში; 20 მგურემელად. დასაწყისსა გზისასა დააწესენ შესლვად რაბვადსა ზედა ძეთა ამონისთასა მახჳლი, და იუდას ზედა იერუსალიმს შინა გარემოდგომით
26 რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს. 21 მით, რამეთუ დადგეს მეფე ბაბილონისაჲ დასაბამისასა ზედა გზასა, დასაწყისსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა და აღმოდუღებად კუერთხი და გამოკითხვად ქანდაკებულთა მათ და ღჳძლისმსტრობად.
27 მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები. 22 და მარჯუენით მისსა იქმნა სამისნოჲ იერუსალჱმსა ზედა მოდგმად პატნეზი, აღებად პირი ღაღადებითა და ამაღლებად ჴმაჲ ყივილისა თანა ნესტჳსასა, მოდგმად პატნეზი ბჭეთა ზედა მისთა, და მოდებად მიწაჲ და აღშენებად საისართა.
28 ეს ყალბ მისნობასავით იქნება მათ თვალში; ფიცით კი შეჰფიცეს, მაგრამ ეს ახსენებს მათ დანაშაულს, რომ შეპყრობილ იქნან. 23 და თჳთ იგი მათდა, ვითარცა მემისნე მისნობისაჲ წინაშე მათდა და მეშვიდე ყონ მეშვიდემანცა აღმჴსენებელმან სიცრუჲსა მათისამან შეპყრობად.
29 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თავად იხსენებთ თქვენს დანაშაულს თქვენი შეცოდებების გამოაშკარავებით და თქვენი ცოდვების ჩვენებით ყველა თქვენს საქმეში, რაკი თავად იხსენებთ, ხელით იქნებით შეპყრობილნი. 24 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოიჴსენენით სიცრუვენი მათნი გამოსაცხადებელად უთნოობათა თქუენთა, საჩუენებელად ცოდვათა თქუენთა ყოველთა შინა უსჯულოებათა თქუენთა და ყოველთა შინა სიმარჯუეთა თქუენთა, მის წილ, რომელ აღიჴსენეთ, ამათ შინა მოესრულნეთ.
30 შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, 25 და შენ, ბილწო უსჯულოო, წინამძღუარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღე ჟამსა შინა სიცრუჲს აღსასრულისასა.
31

ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

26 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აღიძარცუე კიდარი და მოიჴადე გჳრგჳნი, ესე არა ეგევითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი და აღამაღლე მდაბალი.
32 დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო. 27 სიცრუვედ სიცრუვედ, სიცრუვედ დავდვა იგი, არცა იგი ეგევითარი იყოს, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა ჯერ-არს მსჯავრი, და მივსცე მას.
33 შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს. 28 და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ძეთა მიმართ ამმონისთა და ყუედრებათა მიმართ მათთა, და სთქუა: მახჳლო, მახჳლო, ჴდილო მკლველობად. და აღმოწუდილო მოსრულებად.
34 ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს. 29 აღდეგ, რაჲთა ელვიდე ხილვასა შინა შენსა ამაოსა და მისნობასა შინა შენსა ცრუსა მიცემად შენდა ქედთა ზედა წყლულებათა უსჯულოთასა, რომელთაჲ მოიწია დღე ჟამსა შინა სიცრუჲს დასასრულისასა!
35 ჩააგე თავის ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ. 30 მიიქეც ქარქაშად შენდა და ნუ დაადგრები ადგილსა ამას შინა, რომელსა იქმენ, ქუეყანასა შინა თჳსსა გსაჯო შენ.
36 გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი ბრაზის ცეცხლს მოგასუნთქავ და ხელთ მიგცემ ხალხს, გამძვინვარებულს, განადგურებაში გაწაფულს. 31 და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი, ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა და განგცე შენ ჴელთა კაცთა ბარბაროზთასა, მხუროებელთა განხრწნისათასა.
37 ცეცხლს მიეცემი შესაჭმელად, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იდგება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე, უფალმა ვთქვი. 32 ცეცხლისა მიერ იყო შესაჭმელ. სისხლი შენი იყოს საშუალ ქუეყანისა შენისა, არღა იყოს შენდა ჴსენებაჲ მით, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე.