ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ, უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
2 | ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე. | 2 | და შენ, ძეო კაცისაო, შჯი, თუ შჯი ქალაქსა მოსისხლეთასა. |
3 | და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში (მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად! | 3 | და უჩუენენ მას ყოველნი უსჯულოებანი მისნი და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო, დამთხეველო სისხლთაო საშუალ შენსა, მოსლვად ჟამისა შენისა და მყოფო გულისზრახვათაო, ძჳნად თავისა თჳსისა შვგინებად მისსა! |
4 | შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს. ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ. | 4 | სისხლთა მიერ მათთა, რომელთა დასთხევდ, გიბრკუმა და გულისზრახვათა შინა შენთა, რომელთა ჰყოფდ, შეიგინებოდე; და მიეახლე დღეთა შენთა და მოიყვანე ჟამი წელიწადთა შენთაჲ; ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად წარმართთა და სამღერელად ყოველთა სოფლებთა, |
5 | მახლობელნი და შორებელნი გაგამასხრებენ სახელგატეხილს და მრავალღელვილს. | 5 | მახლობელთა შენდამი და შორად განშორებულთა შენგან, და იმღეროდიან შენდამი, და ჴმა-ყონ შენ ზედა, არაწმიდა ხარ სახელოანი და ფრიადი უსჯულოებათა შინა შენთა! |
6 | აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის! | 6 | აჰა, მიმთხრობელნი სახლისა ისრაჱლისანი კაცადი ნათესავთა მიმართ თჳსთა აღერეოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი. |
7 | მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენს შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში. | 7 | მამასა და დედასა ძჳრსიტყუვიდეს შენ შორის და მწირისა მიმართ გარემიიქცეოდეს უსამართლოდ შენ შორის, ობოლსა და ქურივსა ჰმძლავრობდეს შენ შორის. |
8 | ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები შელახული. | 8 | და წმიდათა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს შენ შორის. |
9 | ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენს შორის. | 9 | კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ შენ შორის სისხლსა, მთათა ზედა ზორვიდეს შენ შორის და არა ღირსთა ჰყოფდეს შორის შენსა, |
10 | მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან ძალადობენ თქვენში; | 10 | სირცხჳლი მამისაჲ გამოაცხადეს შენ შორის და არაწმიდებასა შინა წიდოანსა დაამდაბლებდეს შენ შორის. |
11 |
ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში. |
11 |
კაცადი ცოლსა მოყუასისა თჳსისა იუსჯულოებდეს და კაცადი სძალსა თჳსსა შეაგინებდა უთნოობით და კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდა შენ შორის; |
12 | ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი. | 12 | ძღუენთა უსამართლოთა მიიხუმიდეს შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი; ვახშსა და განნამრავლებსა მიიღებდეს შენ შორის და შესრულებულვყო თანამონათესავობაჲ უკეთურებისა შენისა მძლავრებისმიერისაჲ, ხოლო მე დამივიწყე, - იტყჳს ადონაი უფალი. |
13 | აჰა, ხელი ხელს შემოვკარი შენი სიხარბის გამო, რასაც სჩადიხარ, და სისხლის გამო, რომელიც იღვრება თქვენს შორის. | 13 | და უკუეთუ დავსცე ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ მათ ზედა, რომელნი აღასრულენ და რომელნი ჰყვენ და სისხლთა შენთა ზედა, ქმნილთა შენ შორის. |
14 | თუ გაგიძლებს გული ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა აღვიძრები შენს წინააღმდეგ? მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ. | 14 | უკუეთუ მოთმინე იქმნეს გული შენი, უკუეთუ უძლონ ჴელთა შენთა დღეთა შინა, რომელთა მე ვჰყოფ შენ შორის, მე უფალმან ვთქუ და ვყო. |
15 | გაგფანტავ ხალხთა შორის და გაგაბნევ ქვეყნებში, რომ უწმიდურება წაგიშალო. | 15 | და განგაბნიო შენ წარმართთა შორის და განგთესო შენ სოფლებსა შორის და მოღებულ იქმნეს არაწმიდებაჲ შენი შენ შორის. |
16 | შეილახები ხალხების თვალში და მიხვდები, რომ უფალი ვარ. | 16 | და დავიმკჳდრო შენ შორის, წინაშე თესლებსა წარმართთასა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
17 | იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 17 | და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
18 | ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან. | 18 | ძეო კაცისაო, აჰა, იქმნა ჩემდა სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ ყოველნი: რვალ, და კალა, და რკინა და ბრპენ შორის საჴუმილსა ვეცხლისასა აღრეულნი არიან. |
19 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში. | 19 | ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ იქმნენით ყოველნი ერთშეზავებაჲ ამისთჳს მე შეგიწყნარნე თქუენ საშუალ იერუსალჱმისა, |
20 | როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შევაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ. | 20 | ვითარცა შეიწყნარებს ვეცხლი, და რვალი, და რკინაჲ, და ბრპენი, და კალაჲ შორის საჴმილისა გამობერვად მისდამი ცეცხლსა გამოსადნობელად, ეგრეთ შეგიწყნარნე თქუენ რისხვასა შინა ჩემსა |
21 |
შეგყრით და მოგბერავთ ჩემი რისხვის ცეცხლს და გადადნებით იერუსალიმში. |
21 |
და შეგკრიბნე და დაგადვნე თქუენ. და მოვჰბერო თქუენდამი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა და გამოიდვნეთ შორის მისსა. |
22 | როგორც ვერცხლი დნება ქურაში, ასე გადადნებით იერუსალიმში და მისვდებით, რომ მე, უფალმა, დაგანთხიეთ ჩემი რისხვა. | 22 | ვითარსახედ გამოდნების ვეცხლი შორის ბრძმედსა, ეგრეთ გამოიდვნეთ შორის მისსა და სცნათ, ვითარმედ მე უფალმან მივჰფინვ გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა. |
23 | იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 23 | და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
24 | ადამის ძევ! უთხარი მას: შენ მიწა ხარ, გაუწმედელი, უწვიმარი, რისხვის დღეს. | 24 | ძეო კაცისაო, არქუ მას: შენ ხარ ქუეყანაჲ არდამლტვარი, არცა წჳმაჲ იქმნა შენ ზედა დღესა შინა რისხვისა შენისასა. |
25 | შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ. | 25 | რომლისა მიმთხრობელნი შორის მისსა, ვითარცა ლომნი მყჳრალნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, შემჭამელნი სულთანი მძლავრებით, სიმდიდრესა და პატივთა მიიხუმენ სიცრუჲთ, და ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის. |
26 | მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში. | 26 | და მღდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი და მწიკულევან-ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა, შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს და შორის წმიდისა და არაწმიდისა არ განარჩევდეს; და შაბათთაგან ჩემთა დაიფარვიდეს თუალთა მათთა და შევიგინებოდე შორის მათსა. |
27 | მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის. | 27 | მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, დათხევად სისხლისა, წარწყმედად სულებისა, რაჲთა ანგაჰარებანი ანგაჰარებოდენ. |
28 | მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს. | 28 | და წინაწარმეტყუელნი მისნი მცხებელნი მათდა ვეცხლისანი დაეცნენ, მხედველნი ამაოთანი მემისნენი ცრუთანი, ამათ იტყჳს ადონაი უფალი, და უფალი არა იტყოდა. |
29 | მდაბიორნი ძალადობენ და მტაცებლობენ, ღარიბ-ღატაკს ჩაგრავენ, ხიზანს უსამართლოდ ავიწროებენ. | 29 | ერსა ქვეყანისასა გამომწურველნი უსამართლოდ და დამტაცებელნი ნატაცებათანი, გლახაკისა და დავრდომილისა მიმხუეჭელნი და მწირისა მიმართ ართანამქცევნი სიმართლით. |
30 | ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო ნანგრევთან ჩემს წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე. | 30 | და ვეძიებდ მათგან კაცსა, მქცევსა მართლიად და მდგომსა წინაშე პირისა ჩვმისა ყოვლითურთ ჟამსა შინა რისხვისასა, რაჲთა არა სრულიად მოისპოს იგი, და ვერ ვპოე. |
31 | გადმოვანთხევ მათზე ჩემს სიბრაზეს, და ჩემი რისხვის ცეცხლით მოვსპობ; მათ თავზე მივაქცევ მათსავე ნამოქმედარს, ამბობს უფალი ღმერთი. | 31 | და მივჰფინე მის ზედა გულისწყრომაჲ ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოსრულებად მისსა; გზანი მათნი თავთა მათთა მივსცენ, - იტყჳს, ადონაი უფალი. |