ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო წელსა შინა მეცხრესა, თთუესა შორის მეათესა, მეათესა თთჳსასა, მეტყუელი: |
2 | ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს. | 2 | ძეო კაცისაო, დაწერე თავისა შენისა დღედ დღითგან ამით, რომლით წარიტრა მეფე ბაბილოანისაჲ იერუსალჱმსა ზედა |
3 | გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ. | 3 | დღითგან დღესისაჲსა, და თქუ სახლისა მიმართ განმამწარებელისა იგავი და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, უფალი: ზედდადგი სიავი და შთაასხ მას წყალი; |
4 | ჩაყარე შიგ ნაჭრები, საუკეთესო ნაჭრები - ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით აავსე. | 4 | და შთაადგენ მას დრონეულნი, ყოველი დრონეული კარგი მისდამი: წჳვი და მჴარი, გამოჴორცვილი ძუალთაგან. |
5 | გამოარჩიე საუკეთესო ცხვარი, შეუკეთე შეშა ქვაბს და ადუღე, რომ ძვლებიც კი მოიხარშოს. | 5 | რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთა, და ქუეშე დასწვა ძუალები ქუეშჱ კერძო მათსა; დუღილით იდუღოს და შეგბეს ძუალებიცა მისი შორის მისსა. |
6 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ. | 6 | ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო მოსისხლეთაო, ქალაქო, რომლისა შორის არს გესლი მის შორის, და გესლი არ გამოვიდა მისგან! ასოეული მისი გამოიღო, არა დავარდა მის ზედა წილი, |
7 | რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა. | 7 | რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა დიოდა; მყარკლდეობას ზედა დავაწესე იგი, არა დავსთხიე იგი ქუეყანასა ზედა დაბურვად მას ზედა მიწაჲ. |
8 | რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს. | 8 | აღსლვად გულისწყრომისა შურისსაგებელად, შურისსაძიებელად მივეც სისხლი მისი, მყარკლდეობასა ზედა დავაწესე იგი არადაფარვად მისსა. |
9 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს! მეც დავანთებ დიდ ხანძარს. | 9 | ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, ქალაქო მოსისხლეთაო, ოდეს მეცა განვამრავლო შეშაჲ. |
10 |
შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და ძვალიც ჩაიხარშოს. |
10 | და განვადიდო მუგუზნი და აღვაგზნა ცეცხლი, რაჲთა დადნენ ჴორცნი და შემცირდეს წუენი და ძვალნი შემცხუარდენ. |
11 | მერე ცარიელი დადგი ნაკვერცხლებზე, რომ გახურდეს და გავარვარდეს სპილენძი, რომ გადნეს მასში მისი უწმიდურობა და გაქრეს მისი ქაფი. | 11 |
და დადგეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა ცალიერი და აღეგზნა, რაჲთა დაიწვას და განჴურდეს, და განქარდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არაწმიდებაჲ მისი და მოაკლდეს გესლი მისი, |
12 | ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია. | 12 | დამდაბლდეს გესლი მისი. და არ გამოვიდეს მისგან, მრავალ არს გესლი მისი და ჰრცხუენეს გესლსა მისსა. |
13 | გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დაგიცხრობ შენზე რისხვას. | 13 | მათ წილ, რომელ შეიგინებოდე შენ, არა განსწმიდენ არაწმიდებისაგან შენისა და არა განწმიდნეს არღა მერმე, ვიდრე არა აღვავსო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის. |
14 | მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი. | 14 | მე, უფალი, ვიტყოდე და მოვაწიო და ვყო, არ დავაყენო, არცა ვერიდო; და არა ვედრებულ ვიქმნე გზათაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, არაწმიდაჲ სახელოანი და ფრიადი განმამწარებლობითა. |
15 | იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 15 | და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: |
16 | ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება; | 16 | ძეო კაცისაო, აჰა, მე მივიხუამ შენგან გულისსათქმვლთა თუალთა შენთასა განწყობილისა შორის, არა იტყებო, არცა იტირო, არცა მოვიდენ შენდა ცრემლნი, |
17 | იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ. | 17 | სულთითქუენ, მდუმარო, სულთქმაჲ სისხლისაჲ, გოდებაჲ წელთაჲ არს, კაცობრივი გოდებაჲ არა ჰყო; არა იყოს თმიანობაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა ზედა შენთა, და არ ნუგეშინის-იცე ბაგეთა მიერ მათთა და პური კაცთაჲ არა შჭამო. |
18 | დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა. | 18 | და ვიტყოდე ერისა მიმართ განთიად, ვითარსახედ მამცნო მე, და მოკუდა ცოლი ჩემი მიმწუხრი; და ვყავ განთიად, ვითარსახედ მებრძანა მე. |
19 |
მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო? |
19 | და თქუა ჩემდამო ერმან: არა მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან ესენი, რომელთა შენ ჰყოფ? |
20 | ვუთხარი ხალხს: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 20 |
და ვთქუ მათდამი: სიტყუაჲ უფლისაჲ იქმნა ჩემდამო მეტყუელი. |
21 | უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო. | 21 | თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა დაეცნენ. |
22 | თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მე ვიქცევი: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და კაცების პურს არ შეჭამთ. | 22 | და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ. |
23 | თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს. | 23 | და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა, არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით კაცადმან ძმასა თჳსსა. |
24 | იქნება ეზეკიელი თქვენთვის ნიშად: როგორც მან გააკეთა, ყველაფერს ისე გააკეთებთ. ეს ახდება და მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. | 24 | და იყოს ეზეკიელ თქუენდა ნიშად და ყოველნი, რაოდენნი ყვნა, ყვენით, ოდეს მოიწინენ ესენი და ცანთ, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი. |
25 | შენ კი, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავიღებ მათგან მათ ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათ თვალთა ნეტარებას, მათი სულის სანუკვარს, მათ ვაჟებს და მათ ასულებს, | 25 | და შენ, ძეო კაცისაო, არა დღესა შინა, ოდეს მოვიღო ძალი მათი მათგან და სიმაღლე სიქადულისა მათისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა მათთანი და ამაღლებაჲ სულისა მათისაჲ, ძენი მათნი და ასულნი მათნი |
26 | იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რომ ყურში გასმინოს; | 26 | მოვიდეს, განრინებული მას დღესა შინა, შენდამო მითხრობად შენდა ყურთა მომართ. |
27 | იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ. | 27 | მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მიმართ, და ისიტყო და არა დაჰყრუვდე მერმე და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ვიყო მე მათდა ნიშად. |