ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
1 |
და იქმნა მეათერთმეტესა წელსა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
2 | ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემსკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება. | 2 | ძეო კაცისაო, მის წილ, რომელ თქუა სორმან იერუსალჱმსა ზედა: ვაშა, ვაშა, შეიმუსრა, წარწყმდეს წარმართნი, მოიქცა ჩვმდამო, სავსე მოოჴრებულ არს. |
3 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ტვიროსო, შენს წინააღმდეგ ვარ: აღვმართავ შენზე უამრავ ხალხებს, როგორც ზღვა აღმართავს თავის ზვირთებს; | 3 | ამითსჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სორ, და ცვალნე შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, ვითარცა აღვალს ზღუაჲ ღელვათა მიერ მისთა. |
4 | ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ. | 4 | და დაამჴუნენ ზღუდენი სორისანი და დაარღჳნენ გოდოლნი, და განფიწლონ მტუერი მისი მისგან და მივსცე იგი წყლტუკლდეობად. |
5 | სათხევლის მოსასროლად იქნება შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი, ხალხთა სათარეშოდ შეიქნება. | 5 | საშრობლად ბადეთა იყოს შორის ზღჳსა, რამეთუ მე ვთქუ, - იტყჳს ადონაი უფალი, და იყოს მოსარბეველ საუკუნეთა. |
6 | მისი ასულნი, ხმელეთზე რომ არიან, მახვილით ამოიხოცებიან. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. | 6 | და ასულნი მისნი ველსა ზედა მახჳლითა მოიკლნენ და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი. |
7 | რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით; | 7 | რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე მოვავლენ შენ ზედა, სორ, ნაბუქოდონოსორს მეფესა ბაბილოანისასა, ჩრდილოჲთ, მეფე მმეფობთაჲ არს ცხენებისა თანა და ეტლებისა და ცხენოსნებისა და შესაკრებელისა ნათესავთა მრავალთაჲსა ფრიად. |
8 | მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენს წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენს წინააღმდეგ. | 8 | ესე ასულთა შენთა, ველისზედათა, მახჳლითა მოსრავს, და მისცეს შენ ზედა წინ საჴმილავი და გარემოგაშენოს შენ და გარემოგავლოს საფლავი და გარემოგაშენოს შენ ზედა გარემოჲს პატნეზი და გარემოდგომაჲ ჯაჭუჭურთაჲ. |
9 | ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს. | 9 | და ლახურები მისი პირისპირ შენსა მისცეს, ზღუდენი შენნი და გოდოლნი შენნი დაამჴუნეს მახჳლთა მიერ მისთა. |
10 | მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან. | 10 | სიმრავლისაგან ცხენთა მისთაჲსა დაგფაროს შენ მტუერმან მათმან და ჴმისაგან ცხენოსანთა მისთაჲსა და ეტლისთუალთა და ეტლთა მისთაჲსა შეირყინენ ზღუდენი შენნი, შე-რამეთუ-ვიდოდის იგი ბჭეთა შენთა, ვითარცა შემავალი ქალაქად ველით. |
11 |
თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა. |
11 |
საჭურველებითა ცხენთა მისთაჲსა დათრგუნნენ ყოველნი უბანნი შენნი, ერი შენი მახჳლითა მოსრას და გუამი ძალისა შენისა ქუეყანად დააკუეთოს. |
12 | მოიალაფებენ შენს დოვლათს და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დააქცევენ შენს კედლებს და შენს სანუკვარ სახლებს დაანგრევენ; ქვებს, ხეებსა და მიწას წყალში გადაგიყრიან. | 12 | და წარტყუენოს ძალი შენი და ტყუე-ყუნეს მონაგებნი შენნი, და დასცნეს ზღუდენი შენნი და სახლნი შენნი გულისსათქუმელნი დაარღჳნეს, და ქვანი შენნი და ძელნი შენნი და მტუერი შენი შორის ზღჳსა შთააბნიოს |
13 | დავადუმებ შენს ხმამაღალ სიმღერებს და შენი ჩანგის ხმა აღარ გაისმება. - | 13 | და დაჰჴსნას სიმრავლე სახიობელთა შენთაჲ და ჴმაჲ საფსალმუნეთა შენთა არღარა ისმეს მერმე. |
14 | ცარიელ კლდედ გადაგაქცევ, სათხევლის მოსასროლად შეიქნები და აღარასოდეს აშენდები, რადგან მე, უფალმა, ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. | 14 | და მიგცე შენ წყლტუკლდეობა, საშრობელ ბადეთა იყო და არა აღაშენო მერმე, რამეთუ მე ვსიტყუე, - იტყჳს ადონაი უფალი. |
15 | ასე ეუბნება უფალი ღმერთი ტვიროსს: ხომ შეირყევა ზღვისპირეთი შენი დაცემის სმისგან, დაჭრილთა კვნესით, როცა ხოცვა-ჟლეტა მოხდება შენს წიაღში! | 15 | რამეთუ ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: არა ჴმისაგან დაცემისა შენისა აღმოჴდასა შინა მახჳლისასა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი. |
16 | ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან და მიწაზე დასხდებიან; ყოველწამს შიშში იქნებიან და ძრწოლა ექნებათ შენს გამო. | 16 | და შთამოვიდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ მიტრანი თავთაგან მათთა და შესამოსელნი მათნი ჭრელნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ ქუეყანასა ზედა, დასხდენ და ეშიშოდიან წარწყმედასა მათსა და სულთითქმიდენ შენ ზედა. |
17 | გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას. | 17 | და მოიღონ შენ ზედა გოდებაჲ და გრქუან შენ: ვითარ წარწყმდი და დაირღუ ზღვისაგან ქალაქი საქებელი, რომელი იყავ ძლიერ ზღუასა შინა, იგი და მკჳდრნი მისნი, მიმცემელი შიშისა მისისაჲ ყოველთადა მკჳდრთა მისთაჲ. |
18 | ახლა შეშინდებიან კუნძულები შენი დაცემის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვისპირელნი შენი გამოსვლისას. | 18 | და შეშინდენ ჭალაკთა შინა დღითგან დაცემისა შენისაჲთ და შეშფოთნენ ჭალაკთა შინა ზღჳსა შორის გამოსლვისაგან შენისა. |
19 | რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები, | 19 | რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ოდეს დაგდვა შენ, ქალაქი მოოჴრებული, ვითარცა ქალაქნი არდამკჳდრებულნი. აღმოყვანებასა შინა ჩემგან შენ ზედა უფსკრულისასა, და დაგფაროს შენ წყალმან მრავალმან. |
20 | ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან ერთად წინანდელი ხალხის წინაშე, და დაგსვამ მიწის ქვეშეთში, მარადიულ უდაბნოში, საფლავად ჩასულებთან ერთად, რომ აღარ დაბრუნდე, ცოცხალთა ქვეყნად კი დიდებას დავამყარებ. | 20 | და შთაგიყვანო შენ შთამავალთა თანა მღჳმისათა ერისა მიმართ საუკუნოჲსა, და დაგამკჳდრო შენ სიღრმეთა შინა ქუეყანისათა, ვითარცა ოჴერი საუკუნოჲ, შთამავალთა თანა მღჳმედ, რაჲთა არდამკჳდრებულ იქმნე, არცა აღსდგე ქუეყანასა ზედა ცხორებისასა წარსაწყმედელსა მიგცე შენ და არა იყო მერმე, და იძიო და არა იპოო საუკუნოდ, - იტყჳს ადონაი უფალი. |
21 | არარაობად გაქცევ და აღარ იარსებებ; დამიწყებ ძებნას და საუკუნოდ ვეღარ მომნახავ, ამბობს უფალი ღმერთი. |