ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
2 | ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ივალალეთ, ვაი ამ დღეს! | 2 | ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და თქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ვალალაე ჵ, ჵ დღე, |
3 | რადგან ახლოა დღე, ახლოა დღე უფლისა, პირქუში დღე, დგება ხალხების ჟამი! | 3 | რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, და მოახლებულ არს დღე ღრუბლისაჲ, და ჟამი წარმართთაჲ იყოს. |
4 | მოვა მახვილი ეგვიპტეზე და სატკივარი ეწევა ქუშს, როცა დაეცემიან დახოცილნი ეგვიპტეში, წაიღებენ მის დოვლათს და დაანგრევენ მის საძირკვლებს. | 4 | და მოიწიოს მახჳლი მეგჳპტელთა ზედა, და იყო შფოთი ეთიოპიას შინა, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს შინა, და წარიღონ სიმრავლე მისი და დაეცნენ საფუძველნი მისნი. |
5 | ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით, | 5 | და დაიჴსნენ სპარსნი, და კრიტელნი, და ლიბრიელნი, და ლჳდნი, და ეთიოპელნი, და ყოველი არაბიაჲ და ყოველნი ზედშემყოფნი, და ძენი აღთქუმისა ჩემისანი მის შორის მახჳლითა დაეცნენ მათ თანა. |
6 | ასე ამბობს უფალი ღმერთი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნიც და დავარდება მისი ამპარტავნული ძალა; სევენეს ციხე-სიმაგრიდან მოყოლებული მახვილით დაეცემიან, ამბობს უფალი ღმერთი. | 6 | ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და დაეცნენ საფუძველნი ეგჳპტისანი და შთამოქუევდეს გინებაჲ ძალისა მისისა, მაგდალოჲთგან ვიდრე სჳნადმდე მახჳლითა დაეცნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი. |
7 | გაუდაბურდება გაუდაბურებდლ ქვეყანათა შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნებიან. | 7 | და მოოჴრდეს საშუალ სოფელთა უჩინოქმნილთა და ქალაქნი მათნი საშუალ ქალაქთასა, ქალაქნი მათნი მოოჴრებულნი იყვნენ. |
8 | მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა წავუკიდებ ეგვიპტეს და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება. | 8 | და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ოდეს მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი, |
9 | იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოაწია უკვე. | 9 | მას დღესა შინა გამოვიდენ ქადაგნი მოსწრაფენი უჩინო-ქმნად ეთიოპიისა. და იყოს შფოთი მათ შორის დღესა შინა ეგჳპტისასა, რამეთუ, აჰა, მოიწია. |
10 | ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვსპობ ეგვიპტელთა სიმრავლეს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის ხელით, | 10 |
ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა მისითა. |
11 | ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესი ტომთა შორის, მოივლინებიან ამ ქვეყნის დასაღუპავად; იშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას. | 11 | და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან, მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ. |
12 | ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი. | 12 | და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ. |
13 | ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას. | 13 | ამათ იტყჳს უფალი ადონაი: და წარვწყმიდნე საძაგელნი და დავაცხრვნე დიდებულნი მემფისაგან და მთავარნი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და არა იყვნენ მერმე. და დავჰკრიბო შიში და ზარი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა. |
14 |
გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს. |
14 | და წარვწყმიდო ქუეყანაჲ პათურისა. და მივსცე ცვცხლი ტანისსა ზედა და ვყო შურისგებაჲ დიოსპოლისსა შორის. |
15 | გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს. | 15 | და განვჰფინო გულისწყრომაჲ ჩემი სანინსა ზედა, ძალსა ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლე მემფისაჲ. |
16 | ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე. | 16 | და მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და აღძრვით აღიძრას საისი და სჳნი, და დიოსპოლის შინა იყოს განხეთქილებაჲ და გარდაითხინენ წყალნი. |
17 | ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ. | 17 | ჭაბუკნი მზისქალაქისანი და ვუვასტისანი მახჳლითა დაეცნენ, და დედანი ტყუეობად წარვიდენ. |
18 | თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და მისი ასულები ტყვეობაში წავლენ. | 18 | და ტაფნას დაბნელდეს დღე შემუსრვასა ჩემგან მუნ სკიპტრთა ეგჳპტისათასა და წარწყმდეს მუნ გინებაჲ ძალისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს და ასულნი მისნი ტყუედ წარიყვანნენ. |
19 | მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. | 19 |
და ვყუნე მსჯავრნი ეგჳპტეს შორის და ცნან მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
20 | მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: | 20 | და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა შინა თთუესა, შვიდსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
21 | ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად. | 21 | ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო მეფისა ეგჳპტისანი შევმუსრენ და, აჰა, არ შეიხჳნეს მიცემად მისსა კურნებაჲ, დადებად მის ზედა სალბუნი, მიცემად და განძლიერებად მისსა პყრობად მახჳლისა. |
22 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ, ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს, და ხელიდან მახვილს გავაგდებინებ. | 22 | ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და მორთხმულნი და შემმუსრველნი, და შთამოვაგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა. |
23 | გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ. | 23 | და განვსთესნე მეგჳპტელნი წარმართთა შორის და განვფიწლნე იგინი სოფლებთა მიმართ. |
24 | გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე. | 24 | და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილოვნისანი და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელსა მისსა. და მოაწიოს იგი ეგჳპტესა ზედა და წარტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყოს იავარი მისი. |
25 | გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე. | 25 | და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, ხოლო მკლავნი ფარაოჲსნი დავარდენ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, მი-რაჲ-ვსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა და განჰმარტოს იგი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა. |
26 | გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. | 26 | და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა მიმართ და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის. და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი. |