ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.

1

და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.

2 მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება. 2 და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.
3 მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა. 3 წინამძღურისა მით, რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს.
4 მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე. 4

და შემიყვანა მე გზისა მიერ გზისა მიმართ, ჩრდილოდმიმართისა, წინაშე სახლისა; და ვიხილე და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი უფლისაჲ და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

5 მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელს მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან. 5 და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა და იხილე თუალითა შენითა და ყურითა შენითა ისმინენ ყოველნი, რაოდენთა მე ვიტყჳ შენ თანა ყოველთაებრ სამართალთა სახლისა უფლისათა და ყოველთა შჯულვილთა მისთა. და დააწესო გული შენი გზასა ზედა სახლისასა ყოველთაებრ გამოსავალთა მისთა, შორის ყოველთა წმიდათა.
6 უთხარი ისრაელის ურჩ სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გადააჭარბეთ ყველა თქვენს სისაძაგლეს, ისრაელის სახლო, 6 და სთქუა სახლისა მიმართ განმამწარებელისა, სახლისა მიმართ ისრაილისა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი, - კმა არს თქუენდა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაილისაო,
7 როცა შემოიყვანეთ უცხოთესლნი - გულდაუცვეთელნი და ხორცდაუცვეთელნი - ჩემს საწმიდარში სამყოფოდ, რომ შეელახათ ჩემი ტაძარი, როცა სთავაზობდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს; დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ეს ზედ დაერთო ყველა თქვენს სისაძაგლეს. 7 შეყვანებად თქუენდა ძეთა უცხონათესავთასა და წინადაუცვეთელთა გულითა და წინდაუცვეთელთა ჴორცითა ქუეყანად, წმიდათა შორის ჩემთა, რაჲთა შეაგინებდენ სახლთა ჩემთა ესენი, ვითარ მორთუმასა შინა თქუენგან პურთა ჩემთასა, ჴორცთა, ცმელსა და სისხლსა. და გარდაჰჴდებით აღთქუმასა ჩემსა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა.
8 არ ასრულებდით ჩემი საწმიდარის სამსახურს და თქვენს სანაცვლოდ ისინი გყავდათ დაყენებული სამსახურის აღსასრულებლად ჩემს საწმიდარში. 8 და არ დაიცევით დაცვაჲ წმიდათა ჩემთაჲ და განაწესენით თქუენ ცვად მცველნი წმიდათა შორის ჩემთა.
9 ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი - გულდაუცვეთელი და ხორცდაუცვეთელი - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში. არც-ერთი უცხო თესლი, ისრაელიანთა შორისაც რომ ცხოვრობდეს. 9 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ყოველი ძე უცხო ნათესავი, წინდაუცვეთელი გულითა და წინდაუცუეთელი ჴორცითა, არა შევიდეს წმიდათა მიმართ ჩემთა, ყოველთა შორის ძეთა უცხო ნათესავთასა, საშუალ სახლისა ისრაილისასა.
10 მაგრამ ლევიანებიც, რომლებიც გამერიდნენ, როცა განმიდგა ისრაელი და გაედევნა თავის კერპებს, იტმირთავენ თავიანთ დანაშაულს. 10 არამედ ლევიტელთა, განშორებულთა ჩემგან ცთომასა შინა ძეთა ისრაილისათა, ცთომილთასა ჩემგან უკანა გულისზრახვათა მათთაჲსა, მიიღონ შეურაცხება მათი.
11

რადგან ისინი მსახურობდნენ ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ემსახურებოდნენ ტაძარს; ისინი ხოცავდნენ აღსავლენს და მსხვერპლს ერისათვის; ისინი იდგნენ მათ წინაშე მათ სამსახურად.

11

და იყვნეს სიწმიდესა შინა ჩემსა მსახურნი, მეკარენი ბჭეთა ზედა სახლისათა, და მსახურნი სახლისათანი, ესენი დაჰკლვიდეს ყოვლადდასაწუელსა და მსხუერპლსა ერისასა, და ესენი დგეს წინაშე მისსა მსახურებად მისსა,

12 რაკი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და ცოდვაში ჩააგდეს ისრაელის სახლი, ამიტომაც აღვმართე მათზე ხელი, ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთი ცოდვის სასჯელს. 12 მის წილ, რომელ ჰმსახურებდეს იგინი წინაშე კერპებისა მათისა; და იქმნეს სახლისა ისრაილისა ტანჯვა სიცრუჲს, ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიღონ უსჯულოება მათი;
13 ვერ მომეკარებიან, რომ მღვდლობა გასწიონ ჩემს წინაშე და მიეახლონ რაიმე წმიდას ჩემსას და წმიდათა წმიდას; არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეებს, რომელთაც სჩადიოდნენ. 13 და არ მომეახლებიან ჩემდამო მღდელობად ჩემდა, არცა შეეხნენ ყოველთა წმიდათა ძეთა ისრაილისათასა, არცა ყოველთა წმიდათა წმიდათა ჩემთასა, და მიიღონ შეურაცხება თავთა მათთაჲ და საძაგელებანი თავთა მათთანი ცთომასა შინა, რომელსა სცთეს.
14 მე დავადგენ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება. 14 დააწესნენ იგინი ცვად საცავთა სახლისა ჩემისათა, ყოველსა კუთნვასა მისსა და ყოველთა მიმართ ქმნადთა მას შინა.
15 ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემს წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი. 15 ხოლო მღდელნი ლევიტელნი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვნეს საცავნი წმიდათა ჩემთანი, ოდეს შესცთეს ძენი ისრაილისანი ჩემგან, იგინი მომეახლნენ ჩემდამო მსახურებად ჩემდა და დადგენ წინაშე პირსა ჩემსა შეწირვად ჩემდა მსხუერპლისა, ცმელსა და სისხლსა, იტყჳს ადონაი უფალი.
16 ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მიეახლებიან ჩემს ტაბლას, რომ მემსახურონ და აღასრულონ ჩემი სამსახური. 16 იგინი შემოვიდოდიან სიწმიდედ ჩემდა, და იგინი მოუჴდებოდიან ტრაპეზისა მიმართ ჩემისა მსახურებად ჩემდა, დაცვად საცავთა ჩემთა.
17 შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ შემოსილნი, მატყლის არაფერი ემოსოთ შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში სამსახურის დროს. 17 და იყოს შემოსლვასა მათსა ბჭეთა ეზოჲსა შინაგანისასა სამოსელთა სელისათა შეიმოსდენ და არ შეიმოსდენ მატყლიერთა მსახურებასა შინა მათსა ბჭითგან უშინაგანესისა ეზოჲსაჲთა.
18 სელის თავსაკვრელი უნდა ჰქონდეთ თავზე და სელის არდაგი თეძოებზე; გაოფლილნი არ უნდა ირტყამდნენ სარტყელს. 18 კიდარნი სელისანი აქუნდენყე თავთა ზედა მათთა და წჳვისგარემონი სელისანი აქუნდენ წელთა ზედა მათთა და არ მოირტყმიდენ მჭირსიედ.
19 გარეთა ეზოში, გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით. 19 და გა-რაჲ-ვიდოდიან იგინი გარეშედ ეზოდ ერისა მიმართ, განიძარცუვიდენ შესამოსელთა მათთა, რომელთა მიერ ჰმსახურებენ მათ, და დასხმიდენ მათ საყდრებისა შორის წმიდათაჲსა და შეიმოსდენ სამოსელთა სხუათა. და არა წმიდა-ვყო ერი შესამოსელთა მათთა მიერ.
20 თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი. 20 და თავთა მათთა არა იპარსვიდენ და ვარჯთა მათთა არ აღიმცირებდენ, დამბურველნი დაიბურვიდენ თავთა მათთა.
21

მღვდელთაგან არავინ ღვინო არ უნდა დალიოს შიდა ეზოში შესვლისას.

21

და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა შინა მათსა უშინაგანესად ეზოდ.

22 ქვრივი და გაშვებული ცოლად არ უნდა მოიყვანონ; მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის მოდგმიდან და ქვრივი, მღვდლის ნაცოლარი, მოიყვანონ. 22 და ქურივი და განტევებული არ მიიყვანონ თავისა მათისა ცოლად, არამედ ქალწული თესლისაგან სახლისა ისრაილისა, და ქურივი უკეთუ იყოს მღდელისაგან, მიიყვანებდენ.
23 უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინოს ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი. 23 და ერსა ჩემსა ასწავებდენ შორის წმიდისა და ხენეშისა და შორის უბიწოჲსა და ბიწიანისა. აუწყებდენ მათ
24 დავის დროს უნდა დადგნენ ჩემი სამართლით განსასჯელად და განსაჯონ; დაიცვან ჩემი რჯული და ჩემი წესები ყველა დღესასწაულში და წმიდად შეინახონ ჩემი შაბათები. 24 და სასჯელსა შინა სისხლისასა ესენი დადგენ განსჯად; სამართალთა ჩემთა განამართლებდენ და საშჯელთა ჩემთა შჯიდენ და შჯულთა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ყოველთა შინა დღესასწაულთა ჩემთა დაიცვიდენ და შაბათთა ჩემთა წმიდა-ჰყოფდენ.
25 მკვდარ კაცს არ უნდა მიეკარონ, რათა არ გაუწმიდურდნენ; მამისა, დედისა, ძისა, ასულისა, ძმისა და გაუთხოვარი დის გამო შეუძლიათ გაუწმიდურდნენ. 25 და მძორსა ზედა კაცისასა არა შევიდენ შემწიკულებად, არამედ მამასა ზედა, და დედასა, და ძესა ზედა, და ასულსა, და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არა ქმნილ იყოს ქმრისად, შეიმწიკულეს.
26 განწმედის შემდეგ კიდევ შვიდი დღე უნდა გადათვალონ. 26 და შემდგომად განწმედისა მისისა შჳდნი დღენი აღურიცხუნეს თავსა თჳსსა.
27 იმ დღეს, როდესაც შიდა ეზოში შედიან საწმიდარში სამსახურად, მიიტანონ ცოდვის გამოსასყიდი, ამბობს უფალი ღმერთი. 27 და დღესა რომელსაცა შევიდოდეს წმიდად მიმართ უშინაგანესად ეზოდ მსახურებად წმიდასა შინა, მოიღონ სალხინებელი, - იტყჳს ადონაი უფალი.
28 ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება. 28 და იყოს მათდა სამკჳდრებელად, მე - სამკჳდრებელ მათდა, და დასაპყრობელი მათი არა მიეცეს ძეთა შორის ისრაელისათა, რამეთუ მე ვარ დასაპყრობელ მათდა.
29 ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით. 29 და მსხუერპლთა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა იგინი ჭამდენ, და ყოველი განაჩინები ისრაჱლისა შორის მათდა იყოს.
30 ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე. 30 დასაბამნი ყოველნი და პირმშონი ყოველნი და მოღებულნი ყოველნი ყოველთაგან დასაბამთა თქუენთა მღდელთად იყვნენ; და პირველი ნაშრომი თქუენი მიეცით მღდელსა დადებად კურთხევანი სახლთა ზედა თქვენთა.
31 არ უნდა ჭამონ მღვდლებმა არც მკვდარი და არც ნამხეცავი ფრინველი თუ პირუტყვი. 31 და ყოველი მძორი და ნამჴეცავი მფრინველთაგან და საცხოვართაგან არა ჭამონ მღდელთა.