ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
2 | უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი? | ||
2 | რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს. | 3 | რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა. |
3 | თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას? | 4 | რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო? |
4 | უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს. | 5 | უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. |
5 | უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. | 6 | უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი. |
6 | ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი. | 7 | წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა. |
7 | რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს. | 8 | რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან. დიდებაჲ |