ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 106

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

1

აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,

2 იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან. 2 თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი
3 და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან. 3 აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ.
4 აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი. 4 შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს;
5 შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა. 5 ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი
6 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. 6  
7 და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ. 7 და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.
8 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. 8 აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
9 რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით. 9 რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,
10 მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა. 10 მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,
11 რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ. 11 რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს;
12 მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ. 12 და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ იყო მწე მათდა.
13 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. 13 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი
14 გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა. 14 და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.
15 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. 15 აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
16

რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.

16

რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.

17 ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ. 17 შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;
18 ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ. 18 ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.
19 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. 19 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნა იგინი.
20 მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან. 20 მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.
21 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. 21 აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
22 შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით. 22 და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.
23 ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა - 23 რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,
24 მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში. 24 მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა.
25 ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები. 25 თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;
26 ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება. 26 აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა,
27 წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. 27 შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.
28 და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა. 28 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.
29 გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები. 29 და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;
30 გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას. 30 და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.
31

დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.

31

აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.

32 დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან. 32 აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.
33 გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად. 33 დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად,
34 ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო. 34 ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა.
35 გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად. 35 დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული - გამოსადინელად წყალთა;
36 დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად. 36 დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად მათდა,
37 დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ. 37 და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისა.
38 აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს. 38 და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.
39 დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან. 39 და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და სალმობისა.
40 სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ. 40 მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არაგზასა.
41 გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს. 41 და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა, ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა.
42 ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება. 42 იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი.
43 ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა. 43 ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი? დიდება