ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 107

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა. ფსალმუნი დავითისა.

1

გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი

2 მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით. 2 განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.
3 გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს. 3 განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად.
4 გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის. 4 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის,
5 რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. 5 რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი.
6 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი. 6 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
7 რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე. 7 რათა იჴსნნე საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
8 ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. 8 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთა განვზომო.
9 ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი. 9 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისა,
10 მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ. 10 იუდა, მეუფე ჩემი, მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიამდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
11 ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? 11 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
12 ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან? 12 არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
13 მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი. 13 მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისა.
14 ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს. 14 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი.