1 |
ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში
უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
|
1 |
ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
|
2 |
ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი.
მართალთა თაობა დაილოცება. |
2 |
ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს; |
3 |
სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე
მარადიულია. |
3 |
დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს
უკუნითი უკუნისამდე. |
4 |
ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე,
შემბრალე და მართალი. |
4 |
გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და
შემწყნარებელ და მართალ. |
5 |
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად
ილაპარაკებს სამართალში. |
5 |
ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი
მისნი სასჯელსა შინა; |
6 |
რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ
გასახსენებლად იქნება მართალი. |
6 |
რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს, |
7 |
ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული,
მინდობილია უფალზე. |
7 |
საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან
ბოროტისა არა ეშინოდის; |
8 |
იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის
მტრებს. |
8 |
განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა.
განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა
მისთა. |
9 |
გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია,
მისი ღირსება ამაღლდება დიდებით. |
9 |
განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს
უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა. |
10 |
ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და
დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება. |
10 |
ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს
და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება |