1 |
ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
|
1 |
აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
|
2 |
იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. |
2 |
იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე; |
3 |
მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა. |
3 |
მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს
სახელი უფლისა. |
4 |
მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. |
4 |
მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს
დიდებაჲ მისი. |
5 |
ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა
დამკვიდრებული? |
5 |
ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა
დამკჳდრებულ არს |
6 |
დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, |
6 |
და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა? |
7 |
წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს
ღატაკი. |
7 |
რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან
აღამაღლის დავრდომილი, |
8 |
რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან. |
8 |
რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა
მისისათა; |
9 |
უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის
შვილებით. ადიდეთ უფალი! |
9 |
რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა
სახარულევანად. |