ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 114

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.

1

შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.

2 რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას. 2 მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას.
3 გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. 3 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე.
4 და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი. 4 და სახელსა უფლისასა ვხადე:
5 მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. 5 ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ.
6 იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. 6 დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.
7 დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ. 7 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ,
8 რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან; 8 რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან.
9 ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. 9 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება