ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 115

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად.

10

მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.

2 ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა. 11 და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.
3 რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო? 12 რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?
4 თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ. 13 სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
5 ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. 14 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
6 მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა. 15 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
7 გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები. 16 ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა;
8 შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ. 17 განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო.
9 ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. 18 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა
10 უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი! 19 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ!