ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. |
1 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
2 | იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. | 2 | თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
3 | იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. | 3 | თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
4 | იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი. | 4 | თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. |
5 | სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა. | 5 | ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. |
6 | უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი? | 6 | უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? |
7 | უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს. | 7 | უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. |
8 | უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. | 8 | კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; |
9 | უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. | 9 | კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. |
10 | ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ. | 10 | ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. |
11 | გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ. | 11 | გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; |
12 | გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ. | 12 | მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; |
13 | დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე. | 13 | მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე. |
14 | ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი. | 14 | ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. |
15 | ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის. | 15 | ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, |
16 |
უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის. |
16 |
მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. |
17 | არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. | 17 | არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი. |
18 | დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა. | 18 | სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. |
19 | გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს, | 19 | განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. |
20 | ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ. | 20 | ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა. |
21 | გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი. | 21 | აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. |
22 | ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა. | 22 | ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; |
23 | უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში. | 23 | უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. |
24 | ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში. | 24 | ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. |
25 | გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე! | 25 | ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე. |
26 | კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან. | 26 | კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა. |
27 | ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე. | 27 | ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. |
28 | ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ. | 28 | ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. |
29 | ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 29 | აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ |