ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 119

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.

1

ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.

2 უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან. 2 უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.
3 რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? 3 რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?
4 მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად. 4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.
5 ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან. 5 ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
6 დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან. 6 მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.
7 მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან. 7 და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.