ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 120

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?

1

აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?

2 ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა. 2 შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
3 არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი. 3 ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
4 აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. 4 აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.
5 უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით. 5 უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
6 დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. 6 მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
7 უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; 7 უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
8 უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე. 8 უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.