ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 121

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.

1

ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.

2 იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო! 2 და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.
3 იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული. 3 იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა.
4 რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა. 4 რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა.
5 რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა. 5 რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.
6 ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი. 6 იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა.
7 იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში. 7 იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
8 ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ! 8 ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს.
9 ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ. 9 სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.