1 |
გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
|
1 |
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.
|
2 |
აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა
თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია
ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს. |
2 |
აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა
თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი,
უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ. |
3 |
შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად
გავძეხით სიძულვილით. |
3 |
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ
შეურაცხებითა. |
4 |
საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და
ამპარტავანთა სიძულვილით. |
4 |
უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა
ამპარტავანთაჲთა. |