1 |
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ
ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
|
1 |
არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,
|
2 |
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს
წინააღმდეგ კაცი, |
2 |
არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა, |
3 |
მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ
ჩვენზე. |
3 |
ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა; |
4 |
მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს
სულს. |
4 |
წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ, |
5 |
ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის
შემოქმედისა. |
5 |
ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა? |
6 |
კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა
კბილთათვის. |
6 |
კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. |
7 |
ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან;
მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით. |
7 |
სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და
ჩუენ განვერენით. |
8 |
ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის
შემოქმედისა. |
8 |
შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება |