1 |
გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია
სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.
|
1 |
რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი
დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.
|
2 |
იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი
ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე. |
2 |
მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე. |
3 |
რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე,
რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. |
3 |
რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა
მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ჴელნი მათნი. |
4 |
სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს. |
4 |
კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა, |
5 |
ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან
ერთად; მშვიდობა ისრაელს. |
5 |
ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა
უსჯულოებისათა მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა. |