1 |
გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება.
|
1 |
რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.
|
2 |
მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი -
გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა
მათთან. |
2 |
მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან
წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა. |
3 |
დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით. |
3 |
განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. |
4 |
დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ
ადგილზე. |
4 |
მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. |
5 |
ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. |
5 |
რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. |
6 |
მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით
მოაქვს ძნები თავისი. |
6 |
მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს
და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი. |