1 |
გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა
და იარება მისი გზებით.
|
1 |
ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
|
2 |
შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე
შენ! |
2 |
ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. |
3 |
ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის
კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის
გარშემო. |
3 |
ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა
ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა. |
4 |
აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა. |
4 |
აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა. |
5 |
გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე
იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. |
5 |
გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა
ცხორებისა შენისათა |
6 |
იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს! |
6 |
და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა. |