ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 128

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.

1

მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან,

2 მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს. 2 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
3 ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები. 3 ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი.
4 უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა. 4 უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
5 შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა. 5 ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი.
6 იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება. 6 იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა,
7 რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი. 7 რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა.
8 და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით. 8 და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება