1 |
გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
|
1 |
ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;
|
2 |
უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი
ვედრების ხმის მოსასმენად. |
2 |
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა
ჩემისასა. |
3 |
თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? |
3 |
უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს? |
4 |
მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ. |
4 |
რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო, |
5 |
მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას
ველოდები. |
5 |
დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა |
6 |
სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი
დილას, გუშაგნი დილას, |
6 |
საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა |
7 |
ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და
უხვია დახსნა მისმიერი. |
7 |
ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ
გამოჴსნა. |
8 |
და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან. |
8 |
და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა. |