1 |
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ
ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
|
1 |
უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე
მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,
|
2 |
არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის
ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული. |
2 |
არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა,
განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა. |