ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 131

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა.

   
2 გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი. 1 მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,
3 როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე. 2 ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა:
    3 უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა,
4 თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს, 4 ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და გასუენებაჲ ჴორცთა ჩემთა,
5 ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის. 5 ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
6 აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე. 6 ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა.
7 მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს. 7 შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.
8 აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა. 8 აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა;
9 შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ. 9 მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.
10 შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს. 10 დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.
11 შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე. 11 ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.
12 თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“. 12 და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.
13 რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის. 13 რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა:
14 „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი. 14 ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.
15 საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით. 15 ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.
16 მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ. 16 მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.
17 იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის. 17 მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.
18 მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“. 18 მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.