ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 139

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი.

2 მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე. 2 განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,
3 რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად. 3 რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;
4 მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა. 4 აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა.
5 დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას. 5 მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა;
6 გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა. 6 დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე.
7 ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა. 7 ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.
8 უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს. 8 უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.
9 ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა. 9 ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.
10 თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა. 10 თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.
11 დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ. 11 დაეცემოდიან მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ.
12 ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად. 12 კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუვყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად.
13 ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა. 13 უწყი, რამეთუ ყოს უფალმან სასჯელი გლახაკთა და სამართალი დავრდომილთა.
14 ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ. 14 ხოლო მართალთა აუვარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდება