ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე? |
1 |
უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა? |
2 | ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში. | 2 | რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა |
3 | ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე. | 3 | და იტყოდის ჭეშმარიტებასა გულსა შინა თჳსსა; რომელმან არა ზაკვა ენითა თჳსითა და არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი |
4 | ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის; | 4 | და ყუედრებაჲ მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს მოყუასსა თჳსსა და არა ეცრუოს; |
5 | ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება. | 5 | ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინეგად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე. |