1 |
მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს.
|
1 |
სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა.
|
2 |
ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს
შევევედრები. |
2 |
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა
უფლისა მიმართ ვილოცე. |
3 |
გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს
მის წინაშე ვილაპარაკებ. |
3 |
განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე
მისსა მიუთხრა. |
4 |
როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი
გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე. |
4 |
მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი
ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. |
5 |
ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე;
აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე. |
5 |
ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ
ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა
ჩემისა. |
6 |
მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,
ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში. |
6 |
ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი,
და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. |
7 |
ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად;
მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ. |
7 |
მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად:
მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს. |
8 |
გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი
შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ. |
8 |
გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა
შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე. |