1 |
ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
|
1 |
აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა
ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
|
2 |
ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს,
ვიდრე ვარსებობ. |
2 |
|
3 |
იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ
შეუძლია შველა. |
3 |
ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა
ცხორებაჲ. |
4 |
ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება
მისი ფიქრები. |
4 |
გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას
დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. |
5 |
ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც
დაიმედებულია უფალ ღმერთზე. |
5 |
ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და
სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, |
6 |
რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც
მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე; |
6 |
რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ
არს მას შინა, |
7 |
იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს;
უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. |
7 |
რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის
სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი, |
8 |
უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს
წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. |
8 |
უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის
დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; |
9 |
უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს
გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს. |
9 |
უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს,
და ცოდვილთა წარწყმიდოს. |
10 |
იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო,
თაობებში. ადიდეთ უფალი! |
10 |
სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი
თესლამდე. |