1 |
ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის
ქება-დიდება.
|
1 |
აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას
ქებაჲ.
|
2 |
ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას
შემოკრებს. |
2 |
აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი
შეკრიბნეს, |
3 |
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. |
3 |
რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის
წყლულებანი მათნი; |
4 |
დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს
უწოდებს. |
4 |
რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე
მათ სახელით უწესნ. |
5 |
დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება
განუზომელია. |
5 |
დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა
მისისა არა არს რიცხჳ. |
6 |
გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს
მიწამდე. |
6 |
შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი
მიწადმდე. |
7 |
გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს
ქნარით. |
7 |
აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა
ჩუენსა ებნითა, |
8 |
რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის
წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს. |
8 |
რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ
ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად
კაცთა; |
9 |
აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს,
რომელნიც მოუხმობენ მას. |
9 |
რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა
ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. |
10 |
არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას
ინებებს. |
10 |
არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი
მამაკაცისანი სთნდეს, |
11 |
ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის
მოიმედეებს. |
11 |
არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ
წყალობათა მისთა. |