ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 149

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.

1

ალელუაჲ

2 ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით. 2 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას. 3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,
4 რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით. 4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.
5 იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე. 5 იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში. 6 ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;
7 რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები. 7 და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით. 8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;
9 განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი! 9 ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.