1 |
ადიდეთ უფალი.
ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
|
1 |
ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა
მისისათა;
|
2 |
ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის
მრავალგვარობით. |
2 |
აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა
სიმდიდრითა მისითა; |
3 |
ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. |
3 |
აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და
ებნითა; |
4 |
ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და
სტვირით. |
4 |
აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა
და ორღანოთა; |
5 |
ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი
მაღალხმოვანი წინწილებით. |
5 |
აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას
წინწილითა ღაღადებისათა; |
6 |
ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი! |
6 |
ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ. |