1 |
მე უმცროსი
ვიყავ ჩემს ძმათა შორის, ჭაბუკი ვიყავ მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის
ცხვარს.
|
|
|
2 |
ჩემმა ხელებმა ორგანონი გამართეს, ჩემი თითები ქნარს
აწყობდნენ. |
|
|
3 |
ვინ აუწყებდა ჩემს უფალს ჩემზე? თავად უფალმა, თავად
მისმინა. |
|
|
4 |
თავად გამომიგზავნა თავისი მაცნე. წამომიყვანა მამაჩემის
ცხვრიდან. და მცხო ზეთი თავისი ცხებისა. |
|
|
5 |
ჩემი ძმანი მშვენიერნი და ტანადნი იყვნენ, მაგრამ ისინი
არ ინდომა უფალმა. |
|
|
6 |
მე გამოვედი უცხო თესლ-ტომთან საომრად და დამწყევლა მან
თავისი კერპებით. |
|
|
|
მაგრამ მე ამოვართვი მას მახვილი, წავკვეთე თავი და
სირცხვილს გადავარჩინე ისრაელიანნი. |
|
|
|
|
|
|
|
* ებრაული დედანი შემონახული არ არის; თარგმნილია ბერძნულიდან. ტექსტი
არაკანონიკურია. |
|
|