ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? |
1 |
რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? |
2 | ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. | 2 | შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. |
3 | დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. | 3 | განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. |
4 | მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. | 4 | რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი |
5 | მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: | 5 | მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. |
6 | მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. | 6 | ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა |
7 | გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; | 7 | თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. |
8 | მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად. | 8 | ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. |
9 | შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. | 9 | ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. |
10 | ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! | 10 | და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი |
11 | ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. | 11 | ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. |
12 | ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი. | 12 | მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, |
13 | რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას. |