ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი. |
1 |
შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. |
2 | ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე. | 2 | ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, |
3 | ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი. | 3 | ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. |
4 | შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. | 4 | ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. |
5 | წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე. | 5 | მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. |
6 | გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა. | 6 | მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამვთუ საუკუნითგან არიან. |
7 | ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. | 7 | ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო. |
8 | კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე. | 8 | რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა. |
9 | წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ. | 9 | უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი. |
10 | ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის. | 10 | ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. |
11 | შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი. | 11 | სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. |
12 |
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად. |
12 |
ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; |
13 | მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას. | 13 | სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა. |
14 | საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ. | 14 | ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ. |
15 | ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს. | 15 | თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი. |
16 | გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ. | 16 | მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე. |
17 | განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან. | 17 | |
18 | შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება. | 18 | იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. |
19 | შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე. | 19 | იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე. |
20 | შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ. | 20 | იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ. |
21 | უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ. | 21 | უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო. |
22 | იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან. | 22 | იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა. |