ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები. |
1 |
მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე. |
2 | გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი. | 2 | გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. |
3 | რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას. | 3 | რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. |
4 | არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. | 4 | არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. |
5 | შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები. | 5 | მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე. |
6 | ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო. | 6 | დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო; |
7 | რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო. | 7 | სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი. |
8 | უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა. | 8 | უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა. |
9 | ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან. | 9 | ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; |
10 | რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით. | 10 | რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა. |
11 | ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე. | 11 | ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. |
12 | სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს. | 12 | ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო. |