ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს. |
1 |
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თჳსისა |
2 | უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი. | 2 | უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა. |
3 | ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა. | 3 | მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა. |
4 | და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა. | 4 | ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. |
5 | ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა. | 5 | ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით. |
6 | ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი. | 6 | მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. |
7 | ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. | 7 | არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, |
8 | აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს. | 8 | რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. |
9 | უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა. | 9 | უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი. დიდებაჲ |