ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა. |
1 |
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა |
2 | განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე. | 2 | ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა. |
3 | უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ. | 3 | უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ. |
4 | ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად. | 4 | განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა. |
5 | მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან. | 5 | გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე. |
6 | მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა. | 6 | მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს. |
7 | აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა. | 7 | მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი. |
8 | დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ. | 8 | დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი. |
9 | განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი. | 9 | განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. |
10 | მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას. | 10 | გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა. |
11 | ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. | 11 | მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. |
12 | მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ. | 12 | მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ. |
13 |
ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? |
13 |
ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? |
14 | შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან. | 14 | დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა; |
15 | ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას. | 15 | მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას. |
16 | უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ. | 16 | თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა; |
17 | პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი. | 17 | პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი. |
18 | მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან. | 18 | ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი. |
19 | ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. | 19 | მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. |
20 | მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი. | 20 | მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან. |
21 | ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. | 21 | დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს. |
22 | მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ. | 22 | სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ. |
23 | იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი. | 23 | იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება |