ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი. |
1 |
მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და მზაკუარისაგან მიჴსენ მე. |
2 | რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა? | 2 | რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე ჭირითა მტერისათა? |
3 | გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან. | 3 | გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. |
4 | და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! | 4 | და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! |
5 | რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს. | 5 | რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდება |