ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი |
2 | ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო, | 2 | ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა. |
3 | უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად. | 3 | ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი. |
4 | ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას. | 4 | პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმის-ყოფასა. |
5 | ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას, | 5 | მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი. |
6 | რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა? | 6 | რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე? |
7 | თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ. | 7 | რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან, |
8 | ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. | 8 | ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისა. |
9 | ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე. | 9 | და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე, |
10 | რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი. | 10 | და ცხოვნდეს სრულიად. |
11 | რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ. | 11 | არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი. |
12 |
გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს. |
12 |
და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა. |
13 | ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს. | 13 | კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. |
14 | ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ. | 14 | ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ. |
15 | ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი; | 15 | ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ. |
16 | ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა. | 16 | ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე. |
17 | არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება. | 17 | ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; |
18 | რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება. | 18 | რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა. |
19 | თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ. | 19 | რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას. |
20 | მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს. | 20 | შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს. |
21 | ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს. | 21 | კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდება |