ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 5

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითის ფსალმუნი სალამურზე, გუნდის ლოტბარისათვის.

1

დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის

2 ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. 2 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,
3 ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ. 3 მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო;
    4 რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
4 უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები. 5 განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ;
5 რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან. 6 არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა;
6 ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია. 7 მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.
7 შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.    
8 ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით. 8 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
9 უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე. 9 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.
10 რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ. 10 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,
11 განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ, 11 სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.
12 და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს. 12 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
13 რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით. 13 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.