ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა. |
1 |
დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა |
2 | როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. | 2 | რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აქიმელიქისსა |
3 | რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა. | 3 | რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე? |
4 | ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა. | 4 | სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული, ჰყავ შენ ზაკვაჲ. |
5 | გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა. | 5 | შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყჳსა. |
6 | გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი; | 6 | შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი. |
7 | ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა. | 7 | ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა. |
8 | ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე: | 8 | იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: |
9 | აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა. | 9 | აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამავოებითა თჳსითა. |
10 | ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე. | 10 | ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
11 | გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე. | 11 | აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა. |