ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. |
1 |
დასასრულსა, გალობათა შინა გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა, |
2 | როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება. | 2 | რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის |
3 | ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე. | 3 | ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე. |
4 | ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა. | 4 | ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი. |
5 | რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა. | 5 | რამეთუ უცხონი აღდგს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. |
6 | აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი: | 6 | აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა. |
7 | მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი. | 7 | მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი. |
8 | ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია. | 8 | და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ; |
9 | რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა. | 9 | რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან. |