ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 54

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.

1

დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმის-ყოფისთჳს ფსალმუნი დავითისა

2 ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას. 2 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
3 ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები, 3 მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი
4 მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან. 4 ჴმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვით მითქმიდეს მე.
5 ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს. 5 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა.
6 შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს. 6 შიში და ძრწოლა მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან.
7 და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი. 7 და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, ავფრინდე მე და განვისუენო.
8 აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა. 8 ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
9 ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან. 9 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და ნიავქარისა.
10 მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში. 10 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უსჯულოებაჲ და ჴდომა ქალაქსა შინა.
11 დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით. 11 დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უსჯულოებაჲ და სიცრუჱ და შრომა შორის მათსა.
12 ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა. 12 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა.
13

რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;

13

რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი. და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.

14 შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი. 14 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო,
15 ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით. 15 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
16 დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით. 16 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
17 ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის. 17 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი;
18 საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას. 18 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა.
19 მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი. 19 იჴსენ სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა.
20 მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა. 20 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
21 ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს აღთქმა. 21 მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი.
22 ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია. 22 განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი.
23 მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას. 23 მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.
24 ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ. 24 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაჲ