ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 62

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.

1

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა

2 ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე. 2 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი
3 ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი. 3 ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა? ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.
4 რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. 4 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
5 ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს. 5 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი.
6 ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი. 6 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
7 როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე. 7 უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;
8 რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ. 8 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
9 შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი. 9 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენა შენი.
10 ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ. 10 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
11 მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან. 11 მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
12 მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი. 12 ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა.