ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიასი და ეზეკიელისი და ერისა მის მსხემობისა |
2 | შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას. | 2 | შენ გშუენის გალობა, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალჱმს. |
3 | მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი. | 3 | შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს. |
4 | ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ. | 4 | სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. |
5 | ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი. | 5 | ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი, |
6 | საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა. | 6 | საკჳრველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. |
7 | განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით. | 7 | განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა, |
8 | აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას. | 8 | რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი, |
9 | და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ. | 9 | და ეშინოდეს მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ. |
10 | კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი. | 10 | მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ. |
11 | მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ. | 11 | ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. |
12 | გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე. | 12 | აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. |
13 | წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან. | 13 | განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. |
14 | საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ. | 14 | შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ. |